ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა გამართა, სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავოს.
ალექსანდრ ლუკაშენკო პირობას დებს, რომ ქვეყანაში წესრიგი მალე აღდგება.
„ცხვირი ქუჩაში არ გაყოთ. იცოდეთ, რომ რომ თქვენ და თქვენს შვილებს როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე იყენებენ. რა უნდა მოვიმოქმედო ამ სიტუაციაში? გინდათ ვიჯდე და ველოდო როდის გადატრიალდება მინსკი?! მალე აღვადგენთ წესრიგს, მათ შესაბამისად გავუმკლავდებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მომდინარე პროცესები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ არის მართული.
„ამ ყველაფრის ორგანიზატორი უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხია, წინა რიგებში კი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან“, – ამბობს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში უვკე ერთი კვირაა მიმდინარეობს. აქციის წევრები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კენჭისყრაში ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
აქციებს ემსხვერპლა 2 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ასეულს აღწევს.











