დღეს, ბათუმის საკრებულოს გამართულ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველის“ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძის მოადგილედ აირჩიეს, რასაც საკრებულოს 17-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ნატალია ზოიძემ ამ თანამდებობაზე ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელუც ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით. ბათუმის საკრებულის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კი. საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან დავით მახარაძე გახდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











