დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ორი წარმომადგენელი და ერთი მუდმივმოქმედი წევრი. სულ ესწრებოდა კომისიის რვა წევრი. კანონმდებლობის შესაბამისად ქვორუმი შედგა.
„რაც შეეხება ოქმს, კანონმდებლობის შესაბამისად, კენჭისყრა ოქმთან დაკავშირებით არ ხდება. მას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. შესაბამისად, უსკო-მ დღეს მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი”, – განაცხადა უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ.
მისივე განცხადებით, უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარების თარიღი კენჭისყრის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.
მანდატების გადანაწილება მოხდა შემდეგნაირად:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 7 მანდატი:
1. ელგუჯა ბაგრატიონი
2. გიორგი კირთაძე
3. გია აბულაძე
4. მედეა ვასაძე.
5. ლევან.ანთაძე
6. ირაკლი ჩავლეიშვილი
7. მამული სურმანიძე
„ქართული ოცნება“- 14 მანდატი:
1. დავით გაბაიძე
2 გიორგი მანველიძე
3. ირაკლი ჭეიშვილი
4. ფატი ხალვაში
5. ნადიმ ვარშანიძე
6. დავით თედორაძე
7.ლადო მგალობლიშვილი
8. მარინე გვიანიძე
9. დავით ბაციკაძე
10. ილია ვერძაძე
11. ლაშა სირაბიძე
12. ტიტე აროშიძე
13. ცოტნე ანანიძე
14. ფრიდონ ფუტკარაძე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











