ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, წყლის ტარიფი დაუსუბსიდირდებათ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
„რატომ ეს სამი ქალაქი? იმიტომ რომ მანდ ხდება წყლის ტარიფის ზრდა. ჯამურად ეს 55 მილიონ ლარამდე განისაზღვრება”, – განაცხადა მაჭავარიანი.
ცნობისთვის, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ტარიფი იზრდება.










