ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ცესკოსთან განვითარებული მოვლენები დანაშაულია. მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს და რაც ახლა ხდება, არის ძალის გადამეტება.
„არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას”, – წერს ნანუაშვილი.
ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ ჯებირების მორღვევას და შესვლას ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო.











