fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წულუკიანი: მე რომ ვიყო პროკურორი გამოვიძიებდი ვინ გააკეთა უკანონო ჩანაწერი და რა მიზნით დაამონტაჟა

14:23 March 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
844
ნახვა

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ეს არის უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერების ფაბრიკაცია.

„ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები. თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი. რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ჩანაწერების მიზანი ნათელია.

„მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი.

ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება. თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება „ტვ პირველზე“ გასულ აუდიოჩანაწერს,  რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.

თეგები: თეა წულუკიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
770
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
763
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია