იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ძალიან მალე თვითონვე აღმოფხვრის იმ ჩიხს, რომელშიც საკუთარი თავი შეიყვანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის გარეშე იარსება წინა მოწვევის პარლამენტმა მრავალი თვე იმიტომ, რომ მათ ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და არ დადიოდნენ. შესაბამისად, ჩვენს მხარეს არავითარი პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არსებობს ოპოზიციის მხარეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე თვითონვე აღმოფხვრიან იმ ჩიხს, რომელშიც საკუთარი თავი შეიყვანეს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.










