fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის უმსხვილესი მედიასაშუალებების წარმომადგნელებს მასპინძლობს

19:40 August 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და   პოლონეთში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედიის 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება.

„პოლონეთი ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებას. მიუხედავად კოვიდ-პანდემიისაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადები მზარდია პოლონეთიდან და არა მხოლოდ. ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ავიამიმოსვლების კუთხით პოლონეთთან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვასრულებთ 4 ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი კოვიდ-რეგულაციებით შემოვიყვანოთ მეტი პოლონელი ტურისტი ქვეყანაში უსაფრთხოდ და ფრთხილად. ამავდროულად ჩვენ ჩამოვიყვანეთ ძალიან ცნობილი ჟურნალისტები, ტელეწამყვანები, მათ შორის როგორიც არის National Geographic. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, უსაფრთხო პოზიციონირებას, სტუმართმასპინძლობის წინ წამოწევას, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და რაღა თქმა უნდა, ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან არამხოლოდ პოლონელი, არამედ სხვა ტურისტებიც.“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეს-ტურის ფარგლებში პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი და ქუთაისი დაათვალიერეს, მოინახულეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი. ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდნენ და გაეცნენ ქართული ღვინის მომზადების ტრადიციებს, ასევე დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. ტურის განმავლობაში პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ათობით სიუჟეტს, სტატიასა და ბლოგს მოამზადებენ, რომელსაც პოლონეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტულ რეკლამირებას პოლონეთში და მოგზაურთა დაინტერესებას.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პოლონეთიდან სხვადასხვა მედიასაშუალებების 11 წარმომადგენელი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ამზადებენ სტატიებს, ბლოგებს, რეპორტაჟებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების, ასევე კულტურული და ღვინის ტურიზმის შესახებ. ერთ-ერთ გამოცემას 21 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს არის ძალიან დიდი აუდიტორია და გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

5 დღიან ტურში  National Geographic traveler-ის, Wirtualna Polska-ს, Onet-ის, Poland Daily and Republika-ს, fly4free-ის, Kaleidoscope Magazine-ის, ElleMan-ის, kobieta.pl-ისა და Rzeczpospolita-ს ჟურნალისტები და ოპერატორები მონაწილეობენ.

თეგები: ტურიზმის სექტორი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ნათია თურნავა განმარტავს, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

March 4, 2021
814
პოლიტიკა

პრემიერი: ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე

March 4, 2021
784
ეკონომიკა

ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით სამი თვე იმუშავებს

March 4, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია