ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, მალე შევძლებთ ტურიზმის სექტორის თანმიმდევრულად, ეტაპობრივად გახსნას,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომელიც სწორად გადადგმული და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიიღწევა. ეს გეგმა, ერთი მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლას. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად თანმიმდევრულები, რომ დადებითი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი შევინარჩუნოთ და ამასთან, მომსახურება უსაფრთხო იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, მალე შევძლებთ ტურიზმის სექტორის თანმიმდევრულად, ეტაპობრივად გახსნას“, – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.











