“მე „ტვ პირველის“ საქმეზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი”, – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას „ტვ პირველთან“ დაკავშირებით.
„ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში მყოფი, ასევე მის გარეთ მყოფი ქვეყნებისთვის, მაგრამ რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ყველანი ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.










