Twitter-ის განცხადებით, ის ტვიტები, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირებულ ტრამპს სიკვდილს უსურვებენ, პლატფორმის წესებს არღვევს და მათი ავტორებისთვის, შესაძლოა, ანგარიშის წაშლით დასრულდეს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ტრამპს COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ხშირად ადანაშაულებენ შესაბამისი ზომები არ მიღების გამო, რასაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ თავადაც არ იცავდა სოციალურ დისტანციას და არ ატარებდა პირბადეს.
Twitter-ი აცხადებს, რომ აღნიშნული ტვიტები სოციალური მედიის „ძალადობრივი ქმედების პოლიტიკას“ არღვევს, რომელიც კრძალავს პოსტებს, რომლებშიც „სერიოზულ ზიანს უსურვებენ კონკრეტულ ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს“.
ახალი პოლიტიკა ტვიტერმა აპრილში მიიღო და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის, მხოლოდ ტრამპზე არ ვრცელდება.











