საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება. ინფორმაციას bfmtv-ი ავრცელებს.
„უახლოეს თვეებში ვაქცინა ძირეულად არ შეცვლის ეპიდემიის სახეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ კვლავ იმ რეალობის წინაშე ვიქნებით, რომელიც ახლა გვაქვს“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.











