უბედურ შემთხვევას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში 66 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა. ის ვენახს დარაჯობდა, სადაც ამისათვის სპეცილური გადასახედი იყო მოწყობილი.
სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მამაკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები მიიღო.
დაშავებული ადგილზე, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











