UFC-ის ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა მომდევნო ორთაბრძოლას 15 ივლისს გამართავს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე რუმინელი დაიანა ბელბიტას დაუპირისპირდება. შეხვედრა აბუ დაბიში გაიმართება.
თავდაპირველად, ლიანა ჯოჯუას და დაიანა ბელბიტას ორთაბრძოლა 13 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ლიანა ჯოჯუას UFC-ში ერთი შეხვედრა აქვს გამართული და სამწუხაროდ, ტექნიკური ნოკაუტით კანადელ სარა მორასთან დამარცხდა.
ამასთან, ქართველმა მებრძოლმა წონითი კატეგორიაც შეიცვალა და ამიერიდან 57კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.











