აშშ-ის უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ ორ ოლქში ხმების გადათვლა დაასრულა და გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წამყვანი ამერიკული მედიის შეფასებით, ბაიდენს აქვს 270-ზე მეტი საარჩევნო კოლეგიის წევრის მხარდაჭერა აქვს.
თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს ხმების გადათვლის მოთხოვნით, რადგან, მისი აზრით, დემოკრატების მხრიდან არჩევნებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.











