უკრაინა მკაცრი კარანტინის დაწესებას იანვარში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ახალი ზომების მიხედვით 8 იანვრიდან დაიხურება სკოლები, კაფეები, რესტორნები, სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები. შეზღუდვები 24 იანვრამდე იქნება ძალაში.
„2021 წლის 8 იანვრიდან 24 იანვრამდე უკრაინაში კარანტინი გამკაცრდება. მოდით დავარქვათ ამას „ზამთრის არდადეგები უსაფრთხოებისთვის“. ეს იმისთვის კეთდება, რომ არ დავუშვათ ინფიცირებულთა ახალი ტალღის წარმოქმნა, რომელიც საახალწლო დღესასწაულების შემდეგ შესაძლოა მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.











