fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უკრაინა საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირებას გეგმავს

10:08 September 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქარდავას უკვე ჩაბარდა. ფაქტს “თავისუფლების ინსტიტუტის” ყოფილი წარმომადგენელი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის გაურიგდა.

“გაურიგდნენ ზელენსკის და შესთავაზეს, რომ გაუშვებდნენ ე.წ. მიშას საქმეზე დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს თუ უკრაინა მათ გადმოსცემდა მეგის ქარდავას. ეს პროცესი უკვე დაახლოებით ოთხ თვეზე მეტია მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. გამოუშვეს თუ არა ეს უკრაინელი მეზღვაურები სამ დღეში ქარდავას იუსტიციის სამინისტრო უგზავნის გადაწყვეტილებას ექსტრადირებაზე.

როგორც ჩანს უკრაინაში სამართლებრივი მდგომარეობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე ვფიქრობდი. უკრაინა ფეხებზე იკიდებს იმ ფაქტს, რომ მეგის ქარდავას მიმართული აქვს თავშესაფრის მოთხოვნით უკრაინის სახელმწიფოსთვის.

საემიგრაციო სამსახურმა, იმის გამო რომ ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის გარიგებაა შემდგარი, არ გაუგრძელა ლეგალურად ცხოვრების უფლება ქარდავას სამი თვის წინ. საემიგრაციოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდა სასამართლოში. სასამართლოს საქმის განხილვა ჯერ არც დაუწყია და არც უარი არ არის მიღებული თავშესაფრის მოთხოვნაზე ისე მიიღო იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება ქარდავას ექსტადირებაზე.

ქარდავას ადვოკატი დარწმუნებული იყო რომ სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ექსტრადიციაზე გააუქმებდა, რაც ბუნებრივია არ მოხდა, რადგან პოლიტიკური გარიგებაა შემდგარი! ადვოკატმა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში.

პროცესი ჩანიშნული იყო 26 აგვისტოს მაგრამ გადაიდო ქარდავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 13 სექტემბერს, რადგან ქარდავას საავადმყოფოში მოუწია დაწოლა.

უკრაინის პოლიცია და პროკურატურა ამის გამო ჩავარდა ისტერიკაში, ისინი სახლში მიუვარდნენ ქარდავას და როცა აღმოაჩინეს რომ ის ნამდვილად საავადმყოფოში იწვა, მივარდნენ საავადმყოფოში, შეუვარდნენ პალატაში, ატეხეს მთელი ამბები და ექიმი საბოლოოდ გახადეს იძულებული შეეწყვიტა მკურნალობა და ქარდავა გაეწერა საავადმყოფოდან.

სანამ საავადმყოფო გაწერდა ქარდავას, ის დღეები საავადმყოფოსთან იყო მობილიზებული პოლიცია. გამოწერეს თუ არა და აიყვანეს ისე რომ 13 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაელოდნენ”, – წერს თეა თუთბერიძე.

თეგები: მეგის ქარდავა

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს

November 19, 2021
955
მთავარი ამბავი

მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს

September 20, 2021
789
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, სრულად გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო

September 17, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია