უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ქვეყანა საკარანტინო შეზღუდვებით იცხოვრებს, ვიდრე ინფექციის სამკურნალო პრეპარატს გამოიგონებენ. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს.
„ივნისსა და ივლისში საკარანტინო შეზღუდვებით ვიცხოვრებთ. ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით. უფრო მეტიც: ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, ვიდრე მივაგნებთ მკურნალობის პროტოკოლს, წამალს, ვაქცინას, ან რამეს, რაც დაგვეხმარება ვმართოთ ლეტალობა“ – განმარტა შმიგალმა.
მისი თქმით, დღეს არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია პანდემიის დასრულების პროგნოზირება და ყველას მიზანია, წამლის აღმოჩენამდე საკუთარი ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით მიიყვანოს. სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა, რომ უკრაინელები კარანტინში დარჩებიან.
დღევანდელი მონაცემები, უკრაინაში დადატურებულია სულ 40 ათასზე მეტი კოვიდშემთხვევა, გარდაიცვალა 1067 ადამიანი.











