უკრაინამ ბელარუსთან ყველა ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა. ინფორმაციას 112.ua ავრცელებს.
„ოფიციალურად ვაცხადებ : ჩვენ ყველა კონტაქტი ბელარუსულ მხარესთან გაყინული, დაპაუზებული გვაქვს“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.უკრაინა ბელარუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას შეუერთდა.
კულებას თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო მიიღო“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.











