უკრაინამ კორონავირუსის ჩინური ვაქცინა, Sinovac-ი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1,410,061 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 27,204 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,199,229-ს შეადგენს.











