უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
„წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს.
31 ივლისის მონაცემებით კი, „მწვანე ზონაში“ შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია მოხდვა. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასული მოქალაქეები თვითიზოლაციას არ გადიან.
„წითელ ზონაში“ კი საქართველო, უნგრეთი, ჩინეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, რუსეთი მოხვდა. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14 დღის იზოლაციაში გატარება მოუწევთ.











