უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა. ახლა ის პოლიციელთან ერთად სამსახურებრივი მანქანით პოლტავიდან კიევის მიმართულებით მიემართება.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სამართალდამცველები მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაციას ახორციელებდნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ხელყუმბარა ამოიღო და მისი აფეთქებით დაიმუქრა.











