უკრაინის მთავარ სანიტარული ექიმი, ვიქტორ ლიაშკო არ გამორიცხავს, რომ 2029 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა მთავარი სანიტარული ექიმი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ლიაშკო პასუხობს: „2029 წლის არჩევნებზე შესაძლოა კი, თუ ჩემი გვარი, ლიაშკო არ დაგავიწყდებათ“, – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.
კითხვაზე, სურს თუ არა რომ გახდეს დედაქალაქის მერი, ლიაშკო პასუხობს: „ვფიქრობ ასეთ წინადადებაზე ძალიან ცოტა ადამიანი თუ იტყვის უარს“, – განაცხადა ლიაშკომ.











