უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. დენის შმიგალი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.











