რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ის ქერჩში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის სამხედრო გემთმშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას censor.net-ი ავრცელებს.
პუტინს უკრაინისგან მოწვევა ყირიმში სტუმრობასთან დაკავშირებით არ მიუღია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული მხარის ნებართვის გარეშე ყირიმში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი დაუშვებელია.











