„ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მოსალაპარაკებლად ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი გააკეთა.
„პროტესტის მონაწილეებს შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი პირადი წარმომადგენელი, გუბერნატორები და სამინისტროები ჩავრთე. ამას გარდა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.
სოფელ კახათში 60 წლის ქალი აწამეს და გამათბობელთან დააბეს
ამას გარდა დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიების მიერ აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს ვხვდები კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, ინვესტორს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიუულად მიუღებელი“,- განაცხადა ღარბაშვილმა.











