„ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისთვის უცნობი ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას გადაწყვეტილება უცნობი იყო.
„ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს“, – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ „ტვ პირველი“ დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გააგრძელებენ.











