უნგრეთი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.
8 მარტიდან 2 კვირის განმავლობაში უნგრეთში არასაჭირო მაღაზიები დაიხურება. ღია იქნება მხოლოდ საკვები პრუდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები. სკოლები და ბაღები 7 აპრილამდე დაიხურება.
სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
„თუ ახლა შეზღუდვებს არ გავამკაცრებთ, ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა გაიზრდება“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე უნგრეთში კორონავირუსის 446 178 შემთხვევაა დაფიქსირებული.











