კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთის მთავრობა მაღაზიებში ადამიანების რაოდენობა შეზღუდავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის განკარგულებით, კვირის დღეებში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფლება ექნაბათ, მაღაზიებში მხოლოდ 09:00 საათიდან 11:00 საათამდე წავიდნენ, უქმეებზე კი 08:00 საათიდან 10:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთში საღამოს რვიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი უკვე მოქმედებს.











