გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უფასო სასადილოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19 სასადილოს მზარეულს დაუდასტურდა.
სასადილოს დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, მთლიანი სამსახური თვითიზოლაციაში გადადის.
„მზარეულს დაუდასტურდა ვირუსი. თავად სამზარეულოს პერსონალთან, 6-7 ადამიანთან და დირექციასთან გარკვეული შეხება ჰქონდა.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველას აგვიღეს ტესტი და 28 ოქტომბრამდე გადავდივართ თვითიზოლაციაში. ვეძებთ გზებს, რომ სამზარეულო არ დაიხუროს“,- განაცხადა ჯადუგიშვილმა.
მზარეული ქალის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით დაუდგენელია.
დღევანდელი მდგომარეობით, უფასო სასადილოს მომსახურებით, გურჯაანში, 200 ბენეფიციარი სარგებლობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











