fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უსინათლო მოსწავლეებს პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ

10:09 November 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სამინისტროს მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია.

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც  განთავსდება.

სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით, გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანის შესყიდვას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

„განათლების ხარისხის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების, მათ შორის კულტურული და სულიერი განვითარება.

სწორედ ამ მიზნით, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს სამინისტრომ ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ  როგორც ტექსტის სახით, ასევე, სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: განათლებაუსინათლოთა აუდიოწიგნები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რა რეგულაციებით ხვდებიან ქვეყნები სასწავლო წელს – პანდემიასთან ბრძოლის მეოთხე ეტაპი მსოფლიოში

August 20, 2021
770
საზოგადოება

ოცდაათი ქართველი სტუდენტი ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამით სწავლას ჩეხეთში განაგრძობს

June 18, 2021
775
საზოგადოება

ბოლო ზარი წელს 38 650 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკება

May 20, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია