fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უცხოური მედია: საქართველო ნატოს წევრებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს სამხედრო წვრთნებში

16:10 December 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

საქართველომ, ნატოს ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობით, უკვე დაამტკიცა, რომ არის ნატოს საიმედო პარტნიორი და წვლილის შემტანი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. თავის ბოლო გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი სტრატეგიული როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში. უსაფრთხო შავ ზღვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ნატოს წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა იყოს და დარჩება კიდეც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად, – ამის შესახებ „Middle East Institute“  წერს და სტატიას სახელწოდებით „საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი 2020 წლის მაისში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელის,  ჯეიმს აპატურაის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმად ნატოს გეგმებში შედის მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მეტი ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში.

,,რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. შავი ზღვა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზებს და წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის დერეფანს, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი რეგიონი როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბოლო ათწლეულში კი რეგიონში შეიმჩნევა მოსკოვის გაძლიერებული მცდელობები, თავის სასარგებლოდ შეცვალოს სამხედრო ბალანსი და გაატაროს აგრესიული პოლიტიკა აშშ-ის 2 მნიშვნელოვანი მოკავშირის: საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ამ პროცესში იგი იყენებს არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ ჰიბრიდული ომის იარაღების დიდ არჩევანს, ასევე აქცევს შავ ზღვას წვდომის ხელშეშლის და მანევრირების შეზღუდვის ზონად (A2/AD). მოსკოვის პროვოკაციული მოქმედება რეგიონში მიუთითებს მტკიცე გადაწყვეტილებაზე, შემდგომშიც წინ აღუდგეს დასავლეთს შავ ზღვაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა გადაახალისოს და განამტკიცოს თავისი როლი, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაში პროაქტიულმა წვლილის შემტანმა. საქართველომ, ნატოს ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობით, უკვე დაამტკიცა, რომ არის ნატოს საიმედო პარტნიორი და წვლილის შემტანი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. თავის ბოლო გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი სტრატეგიული როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში: „საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მხრივ, საქართველომ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს შავი ზღვა. შავ ზღვასთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას საქართველოსთვის, მოირგოს ახალი როლი და იყოს უსაფრთხოების სფეროში სანდო პარტნიორი როგორც ევროპისა და აშშ-ისთვის, ისე ნატოსთვის“. უსაფრთხო შავ ზღვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ნატოს წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა იყოს და დარჩება კიდეც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად.  2020 წლის მაისში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს გეგმებში შედის მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მეტი ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში. მის კომენტარებში ასახულია რეგიონის უსაფრთხოების გარემოს გაუარესება, მაგრამ ასევე ხაზგასმულია სამაგალითო ურთიერთობების ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს „ჰიბრიდული თავდაცვის“ წვრთნებს, რომელთა მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა ისეთ მტრულ მოქმედებებთან, როგორიცაა დეზინფორმაცია, კიბერშეტევები, ენერგეტიკული ბლოკადა, საიდუმლო დაზვერვა და სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც რუსეთი აქტიურად იყენებს, რათა განახორციელოს ზეწოლა თბილისზე და ზიანი მიაყენოს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს. მაგალითად, 2019 წლის რუსეთის სამხედრო დაზვერვამ განახორციელა კიბერშეტევა საქართველოს სახელისუფლებლო სერვერებზე. საქართველოს „ჰიბრიდული თავდაცვის“ უნარების გაძლიერება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, და ამ პროცესში ასევე არსებითია დროული მოქმედება, რადგან მოსკოვი აგრძელებს დომინანტის როლის მოპოვებას ქვეყნებში სანაპირო ხაზის გაყოლებაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე, აღნიშნულია, რომ თბილისმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები.

როგორც ავტორი აცხადებს, საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად.

მისი თქმით,  მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან –  საქართველო თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ იგი სანდო და სტაბილური პარტნიორია.

,,საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა უკანონოდ გააგზავნა სამხედრო ძალები აფხაზეთში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოსკოვი ასევე აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზაციას ყირიმის ნახევარკუნძულზე და აუმჯობესებს თავის საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებს, რათა შავ ზღვაზე შექმნას A2/AD ზონა. რუსეთი იყენებს საზენიტო-სარაკეტო სისტემას S-400 (მოქმედების რადიუსი: 400 კმ), რომელიც დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე. გარდა ამისა, რუსეთი იყენებს შავ ზღვას, როგორც პლატფორმას სირიაში ოპერაციების განსახორციელებლად. როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო კონფლიქტმა დაგვანახა, მოსკოვი იყენებს თავის სტრატეგიულ უპირატესობას, რათა კიდევ უფრო განავრცოს თავისი მოქმედება. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, რუსეთი, ეგრეთწოდებული სამშვიდობო მისიის ფარგლებში, აგზავნის 1960 ჯარისკაცს ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთიან ყარაბაღს და სომხეთს. ეს მისია კიდევ უფრო დააზიანებს რეგიონული უსაფრთხოებას, გაზრდის რუსეთის სამხედრო მოქმედებების არეალს და, შესაბამისად, გავლენას საქართველოს სამეზობლოში. და მაინც, მიუხედავად მოსკოვის პროვოკაციული და აგრესიული მოქმედებებისა, სინამდვილეში მთავარ გამოწვევას წარმოადგენს კონსენსუსის ნაკლებობა ნატოს ზღვისპირა წევრებს შორის. ეს დინამიკა კიდევ უფრო ართულებს ნატოს მიერ შავი ზღვის ესოდენ საჭირო სტრატეგიის ჩამოყალიბებას. შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა: გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ზღვისპირა სახელმწიფოებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისმა უნდა მოირგოს რეგიონის ლოგისტიკური და საინფორმაციო ცენტრის როლი. როგორც დემოკრატიულმა, პროდასავლურმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების გასავითარებლად, ასევე გააღრმავოს კავშირები სანაპირო ქვეყნებთან და ურთიერთკავშირი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან: რუმინეთსა და ბულგარეთთან. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას, მაგრამ თბილისს შეუძლია შავი ზღვის – ენერგორესურსებისა და პროდუქციის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გეოგრაფიული ხიდის ფორმით, რაც გადააქცევს საქართველოს სატრანზიტო ცენტრად, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განუყოფელია საქართველოს ამბიციებისგან, იქცეს სანდო სატრანზიტო მარშრუტად. ეს პროექტი, ამავე დროს, გაზრდის საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ნატოსთვის. თბილისმა ასევე უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები. საქართველო ნატოს წევრებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს სამხედრო წვრთნებში. საქართველოს ვაზიანის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ერთობლივი ორგანიზებით, ახლახან გაიმართა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები. ამასთან, ყოველწლიურად იმართება აშშ-უკრაინის ორმხრივი წვრთნები – „ზღვის ნიავი – 2020“, რომელთა მიზანიცაა შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის ურთიერთმოქმედების და მზადყოფნის გაძლიერება, საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავება. სამხედრო თანამშრომლობის ხარისხის ზრდამ უკვე დაგვანახა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების რეალური სარგებელი. საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის თავის ეგრეთწოდებულ გავლენის სფეროში ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან –  საქართველო ხომ თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ იგი სანდო და სტაბილური პარტნიორია. შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული ნატოს წევრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმართული მტრული მოქმედებების პასუხის გაცემაზე და, ამავე დროს, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, იქნება დროული და საჭირო პირველი ნაბიჯი“, – წერს ,,Middle East Institute“.

თეგები: გიორგი გახარიასაქართველო-ნატო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია