fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უცხოური მედია – საქართველოში თითქმის ყველგან აღმოიფხვრა კორუფცია და ბიუროკრატია

15:15 June 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
840
ნახვა

8 რამ, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესად ხდება, – ამ სათაურით weproject.media სტატიას აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, საქართველოში კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა და ქვეყანა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

სტატიის ავტორი ქართულ სამზარეულოზე, კლიმატის მრავალფეროვნებაზე, მეღვინეობაზე, ქართულ პოლიფონიაზეც საუბრობს.

,,ქართული სამზარეულო განსაკუთრებით პოპულარულია ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ადამიანებს განსაკუთრებით მოსწონთ ხინკალი, ქართული ყველი და ხაჭაპური. მსოფლიოში ვისაც გაუსინჯავს, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოში კულინარიული რევოლუცია მიმდინარეობს. შეფ-მზარეულები ცვლიან ქართული კერძების კონცეფციებს და ძველ რეცეპტებს ახალ სიცოცხლეს სძენენ. „ინსტაგრამზე“ ხაჭაპური ჰეშთეგით 273 000-ჯერ არის მონიშნული და ყველაზე ფოტოგენურია აჭარული ხაჭაპური – ოვალური ფორმის გულთავსიანი ცომეული ყველითა და თოხლო კვერცხით.

ხაჭაპურის განახლებული რეცეპტი ჰოლივუდშიც იყიდება “ტონის სახაჭაპურეში”, სადაც ეს არატრადიციული კერძი ნივრის სოუსით არის გაჯერებული, ხოლო ხრაშუნა ქერქზე სხვადასხვა სუნელია მოფრქვეული. საქართველო ხალხს იზიდავს ბუნების სილამაზით და წლის ნებისმიერ დროს დასვენებისთვის შესაბამისი პირობებით. ცივ თვეებში შეგიძლიათ ბაკურიანისა და გუდაურის სათხილამურო კურორტებს ეწვიოთ. ზაფხულში შეგიძლიათ შავი ზღვის სანაპიროს ბათუმს, ქობულეთს, გონიოს, ურეკსა და ფოთს მიაშუროთ. თუ უნიკალური ბუნებით ტკბობა გსურთ, სვანეთს ეწვიეთ.

ქართველები ხელგაშლილობით, სტუმარ-მასპინძლობითა და პატრიოტიზმით გამოირჩევიან. სტუმარს ყოველთვის ოჯახის წევრად მიიჩნევენ. თუ ჭიქა წყალს ითხოვთ, ღვინის დოქით მოგართმევენ. მეღვინეობა, მეღვინეობის ტრადიციები მდიდარი ისტორიითა და ლეგენდებით გამოირჩევა საქართველოში.

ნებისმიერი ქართველის სუფრაზე იხილავთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებიდან დაწურულ ღვინოს. აქ 1000-ზე მეტი სახეობის ყურძნის ჯიშია. ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით. კორუფცია და ბიუროკრატია თითქმის ყველგან აღმოიფხვრა საქართველოში.

მსოფლიოს 181 ქვეყნიდან 41 ადგილზეა საერთაშორისო ანტი-კორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად. დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ იციან ქრთამის მნიშვნელობა. თან, პოლიციელობა საპატიო პროფესიად იქცა.

ხალხური ცეკვები და პოლიფონიური სიმღერები საქართველოს ეროვნულ საგანძურად მიიჩნია UNESCO-მ 2001 წელს. სიმღერა, რომელსაც ანალოგი სხვაგან არსად გააჩნია, ვოკალური ხელოვნების შედევრად და კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად მიიჩნევა. ჩვეულებრივ, ქართული სიმღერები სამ ტონალურ დიაპაზონში სრულდება მამაკაცების მიერ.

ქართული პოლიფონიის საუკეთესო მაგალითია „ჩაკრულო“. ის 1977 წელს კოსმოსში გაუშვეს „ვოიაჯერის“ თანამგზავრით. საქართველოში საბანკო სექტორი 19 კომერციულ ბანკს ითვლის. მხოლოდ ორი მათგანია ქართველთა საკუთრებაში. ქვეყანა საბანკო სექტორის განვითარებისას აქცენტს აკეთებს უცხოელ ინვესტორებზე. ამ სტრატეგიამ ქვეყანა კრიზისისგან არაერთხელ იხსნა”,- ნათქვამია სტატიაში.

თეგები: კორუფციასაქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

December 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

December 9, 2021
794
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

December 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია