fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უწყებათაშორისი საბჭო არღვევს კანონს – ანა ნაცვლიშვილი

16:24 September 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

კორონავირუსის მართვის უწყებათაშორისი საბჭო არღვევს კანონს, არ ასაჯაროვებს და ფაქტობრივად, მალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე იღებს ეს საბჭო გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას უდგენს, რისი გაკეთების უფლება გვაქვს და რისი არა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ 10 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართე უწყებათაშორის საბჭოს და ვთხოვე მათ საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოეწოდებინათ ამ წელს ჩატარებული ყველა სხდომის ოქმის ასლი. ეს დოკუმენტები და მათი საჯაროობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არგუმენტებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, რესტორნები უნდა იყოს ღია და სკოლები დახურული, რომ ბაღები ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტებში სწავლა არ განახლდება, რომ საჯარო ტრანსპორტი კვლავ არ მუშაობს და მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის წინაშე, რადგან მათ არ შეუძლიათ საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება. როგორ მუშაობს საბჭო, არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ მათი სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც იქნებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, სხდომის ოქმების მოწოდება არ უნდათ.

მე მინდა მედიით მათ კიდევ ერთხელ მივმართო და მივმართავ ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ, სხვა შემთხვევაში მომიწევს ვიდავო სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, პრინციპული და ღირებულებითი საკითხია, გაასაჯაროვეთ, რა კვლევებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით უწყვეტთ საზოგადოებას, როგორ ვიცხოვროთ, რომ გამობრძანდებით ხოლმე და საზოგადოებას მზამზარეულ დირექტივებს აძლევთ როგორც ვიცხოვროთ, რას ემყარება თქვენი გადაწყვეტილებები?! დემოკრატიულ საზოგადოებაში პანდემიის მართვა ასე არ ხდება,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თვითონ ჩაიხედონ სარკეში – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილის ქცევაზე

November 26, 2021
875
პოლიტიკა

ამომრჩეველი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბდება- ანა ნაცვლიშვილი NDI-ის კვლევის შესახებ

August 12, 2021
776
პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მის მიერ გატარებული პოლიტიკით, თავად უწესებს ქვეყანას სანქციებს – ანა ნაცვლიშვილი

July 30, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია