“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და ეს მოცემულობაა.
მისივე თქმით, ხელისუფლება რომც დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს, ისინი არჩევნებს მაინც წააგებენ.
“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინა რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, პლებისციტსაც წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ და არჩევნები რომ ჩატარდეს იმასაც წააგებენ. მაგრამ მოცემულობაა ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











