ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
„თუ ჩვენ კონსტიტუციას შეცვცლით, საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ. ვიხრები იქითკენ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატაროთ. ამას არ გამოვრიცხავ. მე თვითონ მივედი ასეთ გადაწყვეტილებამდე.
ვადებს არ ვასახელებ. საჭიროა კონსტიტუციის მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები. თუ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, ეს საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს“,- განაცხადა ლუკაშენკომ.








