fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვახტანგ გომელაური: „საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”

18:15 September 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მსგავსი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი გაცხადებული მიზანი – გახდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, ქვეყნისთვის ქმნის განსაკუთრებულ რისკებსა და გამოწვევებს; პრაქტიკული გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, დღეს ჩვენი სახელმწიფო არის პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და კიბერჯაშუშობის აქტიური სამიზნე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ „ შავი ზღვის ფართო რეგიონის” ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საერთო გამოწვევები კიბერსივრცეში უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი ხდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის; ჩვენ ვხედავთ და ვათვითცნობიერებთ, კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მეტწილად გარე აქტორების შედეგია. ამიტომ, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ აღნიშნული მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებების აღება და მათი შესრულების უზრუნველყოფაა, რასაც უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს მდივნის რანგში მკაფიოდ მივესალმები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის ღონისძიებები, რომელთაც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი შეიცავს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა დღეს მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. ფორუმი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში იმართება.

თეგები: გომელაური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება

June 23, 2021
784
პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური არის თავის საქმის პროფესიონალი და კარგი მაგალითია თითოეული გმირი პოლიციელის, თუ როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი – მამუკა მდინარაძე

March 5, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია