ვაკის პარკი რამდენიმე დღეში სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაკის პარკში მასშტაბური სამუშაოები იწყება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვაკის პარკის განახლებასთან დაკაშირებით. თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით, რომ ის სიმდიდრე რაც პარკს აქვს, შენარჩუნებული იყოს. მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ მასშტაბური სამუშაოები იწყება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება დასრულებული.











