ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.
„ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ, წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში“, – წერს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დღეს დატოვა.











