იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრაში კორექტივები შევა.
„იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა მაღალი არ არის, კორექტივებს შევიტანთ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრაში,”- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთი კვირის წინ დაიწყო. ამ დრომდე, ბოლო მონაცემებით, 3818 პირია აცრილი.











