ვაქცინაციის პროცესში სამხედროებიც ჩაერთვებიან, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორიმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის საბჭო მომავალ კვირას იმსჯელებს.
„იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მინისტრი მიიღებს, სავარაუდოდ იმ კვირაში იქნება“,- აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” ჩხაიძე.











