ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ანტივაქსერებს პასუხობს და ამბობს, რომ ორსულობის და მეძუძურობის დროს ვაქცინა უსაფრთხოა.
„მიაწვდინეთ ხმა ქალბატონ ჰომეოპათს, რომ ორსულობის და მეძუძურობის დროსაც კი გამოკვლეულია და უსაფრთხოა ეს ვაქცინები. იქნებ დაეხმაროს ხალხს მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში“, – წერს კულუმბეგოვი.











