“ვაქცინის გლობალურ გადანაწილებაში დისბალანსი შოკისმომგვრელია”, – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და მდიდარ ქვეყნებს კოვაქსის ცენტრის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
„მსოფლიოს მასშტაბით, 700 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე ჩაშვებულია, მაგრამ მისი 87% მდიდარ ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში გადანაწილდა. აღნიშნულ ქვეყნებში, ვაქცინა თითქმის ყოველმა მე-4 მოქალაქემ მიიღო, ღარიბ ქვეყნებში კი, 500-დან ერთ მოქალაქეს გაუკეთდა. დისბალანსი მეტისმეტად დიდია“ – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა,











