ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა გამართა. ეს გახლდათ მერვედფინალი ეგვიპტის წარმომადგენელ დარვაშის წინააღმდეგ.
მეტოქემ კარგად იცოდა ლიპარტელიანის საჭიდაო სტილი, ძალიან ფრთხილობდა, გდება არ გაეშვა, მაგრამ სწორედ ამ სიფრთხილეში მიიღო სამი შენიშვნა და მეოთხედფინალში ქართველი გავიდა.











