Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას ეროვნულ სტადიონზე კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დროებითი საავადმყოფო იხსნება.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია.
სტადიონის საკონფერენციო ოთახებში განთავსებული დროებითი საავადმყოფო 500 პაციენტზე იქნება გათვლილი, საჭიროების შემთხვევაში კი იქ 1 000-მდე საწოლის დადგმა იქნება შესაძლებელი.











