„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ვაშინგტონში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათი რჩევები და შესაბამისად მივიღოთ უკვე გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ განაცხადა.
„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იხილონ ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება. ისინი რა თქმა უნდა, შეეხნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხს. ისინი ისურვებდნენ, რომ შეთანხმება საბოლოოდ დასრულდეს, ისურვებდნენ რომ ოპოზიცია საბოლოოდ იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც აიღოს პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იყო გაცხადებული. ვისაუბრეთ დეტალებზეც თუ რა ნაბიჯებია გადადგმული და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.











