ცნობილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში.
- ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ვაჟა ჩიტაშვილი;
- საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – გიორგი კაპანაძე;
- სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – დევი ჭანკოტაძე;
- კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – ბადრი ბასიშვილი;
კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა ფეისბუქზე.











