fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვენეციის კომისია: მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს

13:16 April 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
773
ნახვა

“მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, თუმცა გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე”,- ამის შესახებ  ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხება.

“ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებშიც გათვალისწინებულია მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია.იუხედავად, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათალისწინებაც უნდა მოხდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ

ვენეციის კომისია მიესალმა ცვლილებებს, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპი, მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შერჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის მიმცემი წევრების ვინაობის გასაჯაროება.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცესთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის დონე გარკვეულწილად უნდა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.

ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას განხილულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, სანამ პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები შემუშავებულია გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო გახდეს შერჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნის წარდგენა მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიერ 2021 წლის 8 აპრილს.

თეგები: ვენეციის კომისია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულფასოვნად არის შესრულებული – მიხეილ სარჯველაძე

August 5, 2021
790
პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები – მამუკა მდინარაძე

June 19, 2021
801
პოლიტიკა

იმედი მაქვს, პარლამენტი კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეიტანს – დეგნანი

June 19, 2021
769

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია