კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ჯერჯერობით ისეთს ვერაფერს იტყვის, რაც საზოგადოებას გაახარებს.
„ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე, რაიმე შეთანხმებისთვის. ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რაც ყველა თვალსაზრისით სახიფათო იქნება საქართველოსთვის.
ვერაფერს გეტყვით იმისთანას, რაც საქართველოს მოქალაქეებს და პრესის წარმომადგენლებს გაინტერესებთ და გაგიხარდებათ. მოთხოვნები ძალაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, განსაკუთრებით ხელისუფლება გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებად პარლამენტი. იმიტომ ვხვდებით ახლა ფასილიტატორებს, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.











