ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მარჯანიშვილის ქუჩაზე.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, მოგლიჯა ღობე და ავტოპარკინგზე, სპეციალურ მოწყობილობაზე განთავსებულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი ინერციით გადავარდა და ხეს დაეჯახა, ბოლოს კი გადატრიალდა.
ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.











